ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას აანონსებს

14.02.24 18:05
ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას აანონსებს

ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, მიზეზად კი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებას ასახელებს - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს, რომ დასანქცირებულ პირთა სიაში ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ადმინისტრაცია და სამთავრობო ორგანო შეიყვანოს, რომელიც ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას ხელმძღვანელობს.

ასევე მოსალოდნელია, რომ სანქციები იმ ათეულობით პირს და ორგანიზაციას დაუწესდეს, რომლებიც იარაღის წარმოებასა და შესყიდვაში მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები