დილიდან უკრაინულ ქალაქებში აფეთქებების ხმები ისმის - რუსებმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს

დილიდან უკრაინულ ქალაქებში აფეთქებების ხმები ისმის - მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერში გამთენიისას მიიტანა. აფეთქებების შესახებ იტყობინებიან ზაპოროჟიეში, დნეპრსა და ლვოვში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიას შავი ზღვიდან შეუტიეს და თავდასხმა "Ту-95мс" ტიპის ბომბდამშენებით განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.