ამერიკის კონგრესში საიდუმლო შეხვედრა გაიმართება - სალივანი

ამერიკის კონგრესში საიდუმლო შეხვედრა გაიმართება - ინფორმაციას ჯეკ სალივანი ადასტურებს. თეთრი სახლის მრჩეველმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არც ერთ ინფორმაციას, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, პრეზიდენტი ბაიდენი არ გაასაჯაროებს.
ამერიკელებს ესმით, რომ მსოფლიოში არსებობს მთელი რიგი საფრთხეები და გამოწვევები, რომლებთანაც ყოველდღიურად აქვთ საქმე, როგორიცაა ტერორიზმი",- ამბობს სალივანი.
სალივანის ამ განცხადებას წინ უსწრებდა, პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება. მაიკ ტენერი ამტკიცებდა, რომ კონგრესის ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხესთან დაკავშირებით.