გადავწყვიტეთ, დავაარსოთ NATO-უკრაინის ერთობლივი სასწავლო და სამხედრო საგანმანათლებლო ცენტრი პოლონეთში - სტოლტენბერგი
პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა და NATO-ს ქვეყნების სამხედრო პერსონალისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, სასწავლო ცენტრი შეიქმნება.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. გადაწყვეტილება NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს.
დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაარსოთ NATO-უკრაინის ერთობლივი სასწავლო და სამხედრო საგანმანათლებლო ცენტრი პოლონეთში, ბიდგოშჩში, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიზიაროს რუსეთის ომიდან მიღებული გაკვეთილები და შექმნას ჩარჩო უკრაინული ძალებისთვის NATO-ს ძალებთან ერთად წვრთნისა და ვარჯიშისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას - მისი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა.