NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა
NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა, - ეს ინფორმაცია NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაახმოვანა.
სტოლტენბერგის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ. ნატოს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.