ბეტონის ბუნკერები და დრაკონის კბილები: ბალტიისპირეთი რუსეთის თავდასხმისთვის ნაჩქარევად ემზადება - The Times

16.02.24 10:39
ბეტონის ბუნკერები და დრაკონის კბილები: ბალტიისპირეთი რუსეთის თავდასხმისთვის ნაჩქარევად ემზადება - The Times

ნატო ნაჩქარევად აძლიერებს ბალტიისპირეთის სასაზღვრო ზონას რუსეთისა და ბელორუსის საზღვარზე. აქ თავდაცვის საფუძველი ათასზე მეტმა ბეტონის ბუნკერმა უნდა უზრუნველყოს, - წერს The Times.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 1990-ანი წლების დასაწყისში ლატვიის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში მათ „დაახლოებით 12 წუთის“ გაძლება შეეძლოთ. 2016 წელს ჩატარებულმა სამხედრო შტაბების თამაშებმა აჩვენა, რომ რუსულ ტანკებს 60 საათში შეეძლოთ რიგისა და ტალინის - ლატვიისა და ესტონეთის დედაქალაქების გარეუბანში მიღწევა.

"მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება", - აღნიშნავს გამოცემა. ნატო გეგმავს, ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრის“ დაცვას და იქ გერმანიიდან, პოლონეთიდან და ფინეთიდან ბრიგადების გადაყვანას. ამავდროულად, დაგეგმილია რუსეთთან და ბელორუსთან საერთო ლატვიის, ესტონეთისა და ლიტვის საზღვრის დაახლოებით 1000 კმ-ის გაძლიერება. ამ თავდაცვითი ხაზის საფუძველი იქნება 1000-ზე მეტი ბეტონის ბუნკერი.