პუტინის პრეს-მდივანის პირველი კომენტარი ნავალნის გარდაცვალებაზე

16.02.24 15:45
პუტინის პრეს-მდივანის პირველი კომენტარი ნავალნის გარდაცვალებაზე

ნავალნი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პუტინის პრეს-მდივანის, პესკოვის თქმით, პასუხი კითხვებს სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა გასცეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ყველა ამჟამინდელი წესის შესაბამისად, FSIN არის ჩართული ყველა შემოწმებასა და დაზუსტებაში. ეს არ საჭიროებს რაიმე ინსტრუქციას, რადგან ამ მხრივ უკვე არსებობს წესების ნაკრები, რომლითაც FSIN ხელმძღვანელობს", - ეს არის კომენტარი, რომელიც ამ წუთებში გაავრცელა პუტინის პრეს-მდივანმა. 

დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ამბებზე. ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ტრომბი მოწყდა? ის პასუხობს: „არ ვიცი“.

BBC-ის ინფორმაციით, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებული იყო.

ჯერ კიდევ 14 თებერვალს ნავალნის პრესსპიკერი ამბობდა, რომ ის ციხის ადმინსიტრაციამ ე.წ. კარცერში , სადამსჯელო საკანში  ოცდამეშვიდედ გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მსგავსი სიახლეები