გარდაცვალების შესახებ დადასტურება ჯერ არ გვაქვს - ნავალნის პრეს-მდივანი

16.02.24 15:56
გარდაცვალების შესახებ დადასტურება ჯერ არ გვაქვს - ნავალნის პრეს-მდივანი

გარდაცვალების შესახებ დადასტურება ჯერ არ გვაქვს - ამის შესახებ ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი კირა იარმიში X-ზე წერს.

„იამალო-ნენეცის ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას ალექსეი ნავალნის IK-3-ში გარდაცვალების შესახებ. ამის დადასტურება ჯერ არ გვაქვს. ალექსის ადვოკატი ახლა სოფელ ხარპში მიფრინავს. როგორც კი რაიმე ინფორმაციას გვექნება, შეგატყობინებთ", - წერს კირა იარმიში.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი კოლონიაში სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს

ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა "მედუზა" აქვეყნებს.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური კოლონიაში კომისიას გზავნის.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მსგავსი სიახლეები