პუტინი მშიშარა ნაძირალაა - მაკფოლი ნავალნის გარდაცვალებაზე
"პუტინი არის მშიშარა ნაძირალა" - ასე ეხმაურება რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ალექსეი ნავალნის გადრაცვალებას X-ზე.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.