რუსეთს მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ნავალნის სიკვდილის მიზეზი - სტოლტენბერგი

რუსეთს მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ნავალნის სიკვდილის მიზეზი - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივანის განცხადებით, ნატო და მისი მოკავშირეები ნავალნის გათავისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
ნავალნი იყო დემოკრატიის და თავისუფლების ხმა წლების განმავლობაში. ნატო და მისი მოკავშირეები ითხოვდნენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში. სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაციას არ ვფლობთ, ამიტომ აუცილებელია, რომ ფაქტები დადასტურდეს. რუსეთს ძალიან ბევრ სერიოზულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. რუსეთი უფრო და უფრო ავტორიტარული ძალა ხდება. ის დევნის და ავიწროვებს ოპოზიციონერებს მათ ქვეყანში. ვუსამძმრებ მის ოჯახს. ჩვენ მხარს დავუწერთ ყველას, ვინც დგას დემოკრატის და თავისუფლების მხარეს", - ამბობს სტოლტენბერგი.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.