უმძიმესი ამბავია, ნავალნიმ აჩვენა შესანიშნავი სიმამაცე - სუნაკი

16.02.24 16:30
უმძიმესი ამბავია, ნავალნიმ აჩვენა შესანიშნავი სიმამაცე - სუნაკი

უმძიმესი ამბავია, ნავალნიმ აჩვენა შესანიშნავი სიმამაცე - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ალექსეი ნავალნის მოულოდნელ გარდაცვალებას.

უმძიმესი ამბავია. როგორც რუსეთს დემოკრატიიის მხურვალე დამცველი, ნავალნიმ აჩვენა შესანიშნავი სიმამაცე მისი ცხოვრემის მანძილზე. ჩემი ფიქრები მის ოჯახს და რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს მიემართება, ვისთვისაც ეს ამბავი დიდი ტრაგედიაა", - წერს სუნაკი.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მსგავსი სიახლეები