ნავალნის გარდაცვალება საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი - ურსულა ფონ დერ ლაიენი

16.02.24 17:07
ნავალნის გარდაცვალება საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნავალნის გარდაცვალება საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიელი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებას ციხეში.

ლაიენი ცივილიზებულ მსოფლიოს თავისუფლებისა  და უსაფრთხოებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. 

პუტინს საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტი არაფრის ეშინია. 

საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი. 

მოდი, გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წასვლას", - ამბობს ლაიენი.

 ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მსგავსი სიახლეები