პუტინი ომის დამნაშავე და მკვლელია - ფოტიგა ნავალნის გარდაცვალებაზე

16.02.24 17:12
პუტინი ომის დამნაშავე და მკვლელია - ფოტიგა ნავალნის გარდაცვალებაზე

პუტინი ომის დამნაშავე და მკვლელია - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას.

ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ნავალნის სიკვდილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, თუ რა არის მოსალოდნელი KGB-სგან.

პუტინი ომის დამნაშავე და მკვლელია. ალექსეი ნავალნის სიკვდილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, თუ რა არის მოსალოდნელი KGB-სგან. 

რუსეთში რამე ცვლილების მოტანის ერთადერთი გზა უკრაინაში მისი დამარცხება და პუტინის რეჟიმის ყველა მსხვერპლისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფაა. 

წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვასთან დაკავშირებით", - წერს ფოტიგა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

 

მსგავსი სიახლეები