აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, ყველამ დიდი ხანია დაივიწყა - სიმონიანი ნავალნიზე
"ველოდებოდი, ვინ იტყოდა პირველი, რომ ეს "პოლიტიკური მკვლელობა" იყო- ამის შესახებ პუტინის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას ეხმაურება.
სიმონიანის თქმით, აზრი არ ქჰოდნა ნავალნის მოკვლას, რადგან ის დიდი ხანია ისედაც არავის ახსოვდა,
"ველოდებოდი, ვინ იტყოდა პირველი, რომ ეს "პოლიტიკური მკვლელობა" იყო. როგორც ჩანს, Guardian პირველია. მაგრამ ოსკარი მაინც ლატვიაში მიდის - მათ ამას "ბრუტალური მკვლელობა" უწოდეს. არც კი დავიწყებ მათთვის იმის ახსნას, რომ ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ, რომ ეს სრულიად საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო. რატომ ხსნიან, როცა უკვე მშვენივრად იციან ეს ყველაფერი" - წერს სიმონიანი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.