პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია - კულება

16.02.24 18:12
პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში ალექსეი ნავალნის სიკვდილს ეხმაურება და წერს, რომ "პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი და ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია.

კულება საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ რუსეთის დიქტატორთან არანაირი მოლაპარაკებები არ აწარმოონ და მეტიც, მისი თქმით, დროა, კრემლის რეჟიმი გაანადგურონ.

პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი მხოლოდ ყველაზე მეტად ცნობილი სახელების ნაწილია კრიტიკოსების გრძელ სიაში, რომლებიც პუტინმა მოკლა.

ყოველი მკვლელობის შემდეგ იყო აღშფოთება, მაგრამ პუტინს საბოლოო ჯამში ეს შერჩა, და მსოფლიო ლიდერებმა კვლავ ჩამოართვეს მას ხელი. ამან გაამხნევა გაეგრძელებინა ადამიანების მკვლელობა.

დღეს, ზოგიერთი ხმა აგრძელებს იმის მოწოდებას, რომ პუტინს უნდა მოვუსმინოთ და მოლაპარაკებები გავმართოთ მასთან. დროა დავასრულოთ გულუბრყვილობა. სანამ მოსკოვთან რამე აზრიანი ჩართულობის დაწყება იქნება შესაძლებელი, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და პუტინმა საბოლოოდ უნდა ისწავლოს გაკვეთილი,” - წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.