ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ნავალნის სიკვდილში ბრალს პუტინს სდებს და ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პატრიოტიზმს შეეწირა.
ბორელი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით.
შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას.
მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყოთ: ამისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია,” - წერს ბორელი.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.