დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს გულაგში ათავსებენ და სიკვდილით სჯიან - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსი ოპოზიციონერის სიკვდილს ეხმაურება - იგი აღშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით.
მაკრონი წერს, რომ ალექსეი ნავალნი იმ პატრიოტთაგანია, რომლებიც საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის რეპრესიებს შეეწირნენ.
დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს გულაგში ათავსებენ და სიკვდილით სჯიან. ეს გასაბრაზებელი და აღსაშფოთებელია. პატივს მივაგებ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის ერთგულებას, მის გამბედაობას. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან, ახლობლებთან და რუს ხალხთანაა", - წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.