"პუტინმა ნავალნის სიკვდილზე პასუხი უნდა აგოს" - კამერონი

16.02.24 18:57
"პუტინმა ნავალნის სიკვდილზე პასუხი უნდა აგოს" - კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი რუსი ოპოზიციონერის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებს - მან ამის შესახებ განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მან ალექსეი ნავალნის "კორუფციის წინააღმდეგ წარმოუდგენლად მამაცი მებრძოლი" უწოდა და თქვა, რომ იგი საკუთარი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.