ალექსეი ნავალნი მკვდარია - პუტინმა ოპოზიციის ბოლო ბასტიონი მოიშორა

16.02.24 20:01
ალექსეი ნავალნი მკვდარია - პუტინმა ოპოზიციის ბოლო ბასტიონი მოიშორა

 

 

დევნიდნენ, მოწამლეს, მაგრამ გადარჩა, ციხეში ჩასვეს 19 წლით  და ბოლოს მოკლე - პუტინმა ოპოზიციის ბოლო ბასტიონი მოიშორა. ნავალნი მკვდარია. მოსკოვმა უკვე დაადასტურა ინფორმაცია რუსი ოპოზიციონერის გადაცვალების შესახებ. "სეირნობისას ცუდად გახდა და გონება დაკარგა" - ეს არის კრემლის ოფიციალური ვერსია, თუმცა ამ ვერსიის კრემლის გარდა არავის სჯერა. ყველამ იცის, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზებს ობიექტურად არავინ გამოძიებს და სიმართლე პუტინის რეჟიმის პირობებში არ გაირკვევა. მთელი ცივილიზებული სამყაროს ლიდერები ნავალნის ბურუსით მოცულ სიკვდილს მხოლოდ ერთ სახელს უკავშირებენ - "ეს არის პუტინი". 

მოსკოვში მასობრივი დაკავებები დაიწყო. პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ხალი ქუჩაშ გამოვიდა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რუსეთის სხვა დიდ ქალაქებშიც. ყაზანშ მოქალაქეები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლტან არიან შეკრებილი, სადაც შეტაკებები მიმდინარეობს პოლიციასთან. "პუტინი მკვლელია!" ამ ლოზუნგით ქუჩაში გამოსული მოსახლეობა პუტინის სისასტიკეს უპირისპირდბა. 

2 საათის წინ სერგეი ნავალნის მეუღლეს მიუნხენის კონფერენეციის მონაწილეები ტაშით აცილებდნენ. იულია ნავალნაიამ სწორედ მიუნხენის ფორუმზე შეიტყო მეუღლის გარდაცვალების შესახებ. "თუ ეს მართალია პუტინმა და მთელმა მისმა გარემოცვამ იცოდნენ, რომ დაისჯებიან" - ამ სიტყვებით მიმართა თვალცრემლიანმა ნავალნაიამ კონფერენციის მონაწილეებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.