ნატოს ლიდერების მყისიერი რეაქცია რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებების სახით თვითგამოხატვაა - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ნატოს ლიდერების კომენტარებს რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებებს უწოდებს.
ზახაროვა საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ დასავლეთმა უკვე საკუთარი დასკვნა დადო, რითაც პუტინი პირდაპირ დაადანაშაულა.
ნავალნის მკვლელობაზე ნატოს ლიდერების მყისიერი რეაქცია რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებების სახით თვითგამოხატვაა.
სასამართლო ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ დასავლეთის დასკვნები უკვე მზადაა", - წერს ზახაროვა.