ნავალნის სიკვდილი აშშ-ის, ნატოსა და ზელენსკის ბრალია - ვოლოდინი

16.02.24 19:52
ნავალნის სიკვდილი აშშ-ის, ნატოსა და ზელენსკის ბრალია - ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ალექსეი ნავალნის სიკვდილში ამერიკას, ნატოსა და ზელენსკის ადანაშაულებს.

მისი თქმით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილი დასავლეთის ქვეყნებისთვის სარგებლის მომტანია.

ყველანი, მათი გვარები კარგადაა ცნობილი: NATO-ს გენერალური მდივნიდან დაწყებული და აშშ-ის ხელისუფლებიდან ოლაფ შოლცამდე, რიში სუნაკითა და ვოლოდიმირ ზელენსკით - დამნაშავეები არიან ნავალნის სიკვდილში. სწორედ მათთვის, ვინც მიიღო უამრავი წარუმატებელი გადაწყვეტილება და მიჯაჭვულია თავიანთ თანამდებობაზე, მათთვის სარგებლის მომტანია ნავალნის სიკვდილი", - განაცხადა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.  

მსგავსი სიახლეები