გაერო ალექსანდრე ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

16.02.24 20:45
გაერო ალექსანდრე ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

გაერო რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრე ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს - ადამიანის უფლებათა ოფისში ამბობენ, რომ ნავალნის ციხეში ყოფნა რუსეთის მხრიდან სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას უსვამდა ხაზს.

უწყება მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.  

მსგავსი სიახლეები