რუსებმა საჰაერო იერიში ხარკოვზე მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანა - დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.