ნავალნის დაღუპვაზე, რომელიც ძალადობისა და კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა, პუტინია პასუხისმგებელი - ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილს ეხმაურება და ამბობს, რომ იგი მამაცი ადამიანი იყო, რომელიც ძალადობისა და კორუფციის წინააღმდეგ წავიდა.
ბაიდენი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთის დიქტატორი საკუთარი სისხლიანი ქმედებებისთვის დაისჯება.
იგი მამაცი ადამიანი იყო, რომელიც გაბედულად აღუდგა წინ კორუფციას, ძალადობას და ყველა უარყოფით ქმედებას. ამის საპასუხოდ, პუტინმა მოწამლა, დააპატიმრა და შეთითხნილი დანაშაულებისთვის დასაჯა.
მას შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს, მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. სანაცვლოდ, ის დაბრუნდა რუსეთში. იცოდა, რომ სავარაუდოდ დააპატიმრებდნენ, მოკლავდნენ, თუ გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა, რადგან ძალიან ღრმად სწამდა თავისი სამშობლოსი.
რუსეთის ხელისუფლება მოჰყვება საკუთარ ისტორიას, მაგრამ გახსოვდეთ: ნავალნის დაღუპვაზე პუტინია პასუხისმგებელი", - ამბობს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.