ზელენსკი პარიზში ჩავიდა - ის მაკრონთან გამართავს შეხვედრას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა - იგი ემანუელ მაკრონთან გამართავს საქმიან შეხვედრებს.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარება არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროსთვის არის მნიშვნელოვანი.
პარიზი. დაგეგმილია პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრა და მნიშვნელოვანი შეთანხმება. ჩვენს თანამშრომლობას შედეგები მოაქვს უკრაინისა და მთელი ჩვენი ევროპის სიცოცხლის დაცვაში“, - წერს ზელენსკი.