ნავალნის სიკვდილი მსოფლიოსთვის შეხსენებაა, რომ პუტინი მონსტრია - ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო რუსეთის დიქტატორს "მონსტრს" უწოდებს და წერს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილმა პუტინის სისხლიან რეჟიმს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
ტრუდო რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მამაც მებრძოლად მოიხსენიებს, რომელიც საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.
ძლიერი მებრძოლი იყო დემოკრატიისთვის, რუსი ხალხის თავისუფლებისთვის. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც პუტინის წინააღმდეგ მიდის და თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს ტრაგედიაა და მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა, რომ პუტინი მონსტრია.
ეჭვგარეშეა, რომ ნავალნი მოკლულია, რადგან ის პუტინის წინააღმდეგ წავიდა, კრემლის წინააღმდეგ წავიდა. ის მხარს უჭერდა თავისუფლებას, დემოკრატიას და რუსი ხალხის უფლებას, აერჩიათ თავიანთი მომავალი და ეს არის ის, რისიც პუტინს ეშინოდა", - წერს ჯასტინ ტრუდო.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.