დაკავებების სერია რუსეთში - მილიციამ პეტერბურგსა და მოსკოვში ხელბორკილები ჟურნალისტებსაც დაადო
მასშტაბური დაკავებები რუსეთში - პეტერბურგსა და მოსკოვში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში რუსეთის მილიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა.
ხელბორკილები ასევე დაადეს ჟურნალისტებსაც და ფოტოგრაფებს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან ყვავილები მიაქვთ და ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ.