ნავალნის სიკვდილი შეხსენებაა იმ თაღლითური რეჟიმის შესახებ, რომელთანაც საქმე გვაქვს - კაია კალასი

17.02.24 10:15
ნავალნის სიკვდილი შეხსენებაა იმ თაღლითური რეჟიმის შესახებ, რომელთანაც საქმე გვაქვს - კაია კალასი

ნავალნის სიკვდილი შეხსენებაა იმ თაღლითური რეჟიმის შესახებ, რომელთანაც საქმე გვაქვს - ასე ეხმაურება ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას 

ალექსეი ნავალნის სიკვდილი კიდევ ერთი შეხსენებაა იმ თაღლითური რეჟიმის შესახებ, რომელთანაც საქმე გვაქვს - და რატომ არ უნდა აგონ პასუხი რუსეთმა და ყველა მათგანმა, ვინც პასუხისმგებელია თითოეულ დანაშაულზე. ჩემი ფიქრი მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო", - განაცხადა კალასიმ.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

 

მსგავსი სიახლეები