"ქედს ვიხრი თქვენს წინაშე" - ლაიენი ნავალნის ცოლს შეხვდა

"ქედს ვიხრი თქვენს წინაშე" - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას შეხვდა. ამის შესახებ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
"ძვირფასო იულია, თქვენ და თქვენი ოჯახი მამაცურად უჭერდით მხარს ნავალნის მის საქმეში. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით მთელი ოჯახის წინაშე", - წერს ლაიენი.
მანამდე, ნავალნაიას ცოლი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. ტიხანოვსკასიას თქმით, ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა მოკლა.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.