ტრამპის თქმით, ბაიდენი უკრაინის პუტინისთვის "ჩუქებას" გეგმავს

17.02.24 10:40
ტრამპის თქმით, ბაიდენი უკრაინის პუტინისთვის "ჩუქებას" გეგმავს

დონალდ ტრამპის თქმით, ის და მისი გუნდი უკრაინას რუსეთის აგრესიისგან უკეთესად დაიცავენ, ხოლო ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ვლადიმირ პუტინისთვის "ჩუქებას" გეგმავს.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნორს ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ისაუბრა. 

"ბაიდენის პრეზიდენტობისას, პუტინი მიიღებს ყველაფერს, რაც მას სურს, მათ შორის უკრაინას. ეს საჩუქარია" - თქვა დონალდ ტრამპმა.