ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

17.02.24 10:45
ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

შეიკრიბნენ თუმცა დევნა დუწყეს.  მთელი ღამე რუსეთის ქალაქებში ნავალნის მხარდამჭერებს პოლიცია უპირისპირდებოდა. პუტინის რეჟიმი მოქალაქეებს იმის უფლებას არ აძლევდა, რომ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიიტიკოსის ფოტოსთან ყვავილები მიეტანათ და სანთლები დაენთოთ.

მემორიალებთან მისასვლელი გზები ზოგან  საპოლიციო ლენტებით შემოსაზღვრეს.  სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. პუტინის მართული პოლიცია ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდა და  ხელბორკილებს რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან მისულ ადამიანებს ადებდა.

ქუჩაში, ნავალნის ფოტოებთან დატოვებულ ყვავილებს და სანთლებსს კი დაქირავებული, შენიღბულიი მამაკაცები ნაგვის ურნებში ყრიდნენ... მოსკოვის პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციების გამართვა ადგილობრივ ხელისუფლებსთან შეთანხმებული არ იყო, თუმცა სანქტ-პეტერბურგის  მაცხოვრებლები მთელი ღამე, წინააღმდეგობის მიუხედავად ნავალნის სახელს ხმამაღლა სკანდირებდნენ.

გამოცემა "მედუზა" რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ, აქციები რუსეთის 8 ქალაქში  გაიმართა.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.