რუსეთში გლოვაა - პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ნავალნის ემშვიდობებიან

რუსეთში გლოვაა - პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან. რუსი დიქტატორის, მთავარი მეტოქის საეჭვო გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქალაქები პოლიტიკოსის სამგლოვიარო მემორიალებით გადაივსო. მთელი ღამის განმავლობაში ხალხი ქუჩაში გადიოდა, ნავალნის ფოტოებთან ყვავილები მიჰქონდათ და სანთლებს ანთებდნენ. მოქალქეების ნაწილი დათოვლილ ტროტუარებსა და გადასასვლელებს ჯებირებზე აწერდა ნავალნის სახელს. რუსეთში ეჭვი ცოტას თუ ეპარება, რომ ციმბირის მესამე კოლონიაში გამოკეტილი პოლიტიკოსი მოკლეს.
არ დაგვავიწყდება, არ გაპატიებთ - სკანდირებდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში შეკრებილი ხალხი. ყურადღების ცენტრში იყო მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი. ნავალნის საეჭვო სიკვდილის ამბავ რუსეთის საზღვრებასაც გასცდა. მთელი ღამის განამვლობაში სამგლოვიარო აქციები ევროპის და ამერიკის ქალაქებში იმართებოდა.