ეჭვგარეშეა, რომ ნავალნი მოკლულია და ამაზე პასუხისმგებელი არის პუტინი - ოპოზიციონერის თანაგუნდელი
პოლიტიკოსის თანაგუნდელებს ანდრეი ნავალნის ბუნებრივი სიკვდილის არ სჯერათ. ივან ჟდანოვი, რომელიც ნავალნის გუნდშიი კორუფციასთან ბრძოლის ფონდს ხელმძღვანელობს ამბობს, რომ ნავალნი დიდი ალბათობით, მოკლულია.
"ალექსეი ნავალნის მკვლელობა მოხდა და ის კონკრეტულად პუტინმა მოკლა" – ამბობს ჟდანოვი.
ამ დრომდე ციხეში გარდაცვლილი პოლიტიკოსის არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს ცხედარი არ უნახავთ. ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ მათ ზარებს არ პასუხობენ საავადმყოფოები, პროზექტურები და არც კოლონია, რომელშიც ნავალნი სასჯელს იხდიდა. სოფელ ხარპისკენ უფლებაადამცველიი გვიან ღამით გაფრინდა. დიდი ალბათობით, პირველ განცხადებას უფლებადამცველები დღეს გააკეთებენ.
პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია.
არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე მსოფლიოში, პუტინი სამიზნეში იღებს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ახლა უკრაინაში ვხედავთ, არამედ საშინელ დანაშაულებებს ჩადის საკუთარი ხალხის მიმართაც.
დღეს ბევრი ადამიანი მსოფლიოსა და რუსეთში ნავალნის გლოვობენ, ვინაიდან მას ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა და ყველაზე გავრცელდებოდა
ძლიერი მებრძოლი იყო დემოკრატიისთვის, რუსი ხალხის თავისუფლებისთვის. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც პუტინის წინააღმდეგ მიდის და თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს ტრაგედიაა და მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა, რომ პუტინი მონსტრია.ეჭვგარეშეა, რომ ნავალნი მოკლულია, რადგან ის პუტინის წინააღმდეგ წავიდა, კრემლის წინააღმდეგ წავიდა. ის მხარს უჭერდა თავისუფლებას, დემოკრატიას და რუსი ხალხის უფლებას, აერჩიათ თავიანთი მომავალი და ეს არის ის, რისიც პუტინს ეშინოდა", - ამბობს ჟდანოვი.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.