მოკლეს თუ მოკვდა? - ექიმი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ანდრეი ნავალნი შხამით მოწამლეს

17.02.24 11:59
მოკლეს თუ მოკვდა? - ექიმი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ანდრეი ნავალნი შხამით მოწამლეს

მოკლეს თუ მოკვდა? რა მოხდა ციმბირის მესამე კოლონიაში - ეს ახლა მთავარი განხილვის საგანია. ვიდრე პუტინის რეჟიმის გამოძიება რამეს დაადგენს, უკვე ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები. 

"არსებობს ისეთი შხამები, რომლებიც უკვალოდ იშლებიან" - ექიმი ანდრეი პროკოფიევი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ანდრეი ნავალნი შხამით მოწამლეს.

კრემლის ვერსიით, რუსი ოპოზიციის ლიდერი თრომბით გარდაიცვლა, თუმცა პროკოფიევს ეს ვერსია არადამაჯერებლად მიაჩნია, რადგან როცა ეს ვერსია გაავრცელეს, გვამის გაკვეთა დაწყებულიც კი არ ყოფილა.  ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ფიქრობს, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი დასავლეთის მოუკერძოებელმა სამედიცინო ექსპერტებმა უნდა დაადგინონ.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ეს შანსი არ არის ასპროცენტიანი, რადგან არსებობს ისეთი შხამები, რომლებიც უკვალოდ იშლებიან. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ფოსფორორგანული შენაერთებით მოწამვლის ყველა ნიშანი აშკარა იყო, მაშინაც კი რაფაელოს და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენნაირი ფანტასტიკური ვერსია არ იქნა წამოყენებული“

ახლა სიტუაცია ამგვარია, რომ ვიაზრებთ, რომ დიდი ალბათობით ალექსეი ნავალნი მოკლულია. არ მოგატყუებთ, არ არსებობს რაღაც იმედი იმისა, რომ ხვალ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება. ასეთი შანსი მიზერულია. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ რეალურად პატიმრობაში ალექსეი ნავალნის მკვლელობა მოხდა. და ის კონკრეტულად პუტინმა მოკლა", - ამბობს ექიმი.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

 

მსგავსი სიახლეები