გავანადგურეთ რუსული მითი, რომ უკრაინა ამ ომს წააგებს - ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

17.02.24 13:42
გავანადგურეთ რუსული მითი, რომ უკრაინა ამ ომს წააგებს - ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - საუბრის დროს მან დასავლელ მეგობრებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ომში ჩართულმა ქვეყანამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, რაც არა მარტო უკრაინაზე, არამედ საერთაშორისო პარტნიორებზეც არის დამოკიდებული.

ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ. ამით ჩვენ რუსული მითი გავანადგურეთ იმის შესახებ, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მიწა დავიბრუნოთ, პუტინი კი შეიძლება, დამარცხდეს. ეს ბრძოლის ველზე უკვე არაერთხელ მოხდა. ჩვენი მოქმედებების ლიმიტს მხოლოდ იარაღის საკმარისი რაოდენობა და დიაპაზონი აწესებს. მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ავდიივკაში სიტუაცია ამას ადასტურებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები