რუსეთის საგარეო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება უსაფრთხო არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება უსაფრთხო არ არის - უწყების ცნობით, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ე.აბუღბა ციხიდან დროზე ადრე გაათავისუფლა, ამიტომ ტერიტორიაზე რუსი დამსვენებლების ყოფნა საფრთხის შემცველია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, აღნიშნული პიროვნების გათავისუფლება აფხაზური მართლმსაჯულების ლმობიერ დამოკიდებულებას ცხადყოფს.
უკიდურესი გაკვირვებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 თებერვალს, აფხაზეთის მოქალაქე ე. აბუღბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვენი შეფასებით, ეს გახმაურებული საქმე მიუთითებს აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებაზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელების მიმართ...ცხადია, ეს რისკებს უქმნის ყოველწლიურად აფხაზეთის კურორტებზე ჩასული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებას, რის შესახებაც იძულებულნი ვართ, ჩვენი თანამემამულეები გავაფრთხილოთ", - ნათქვამია განცხადებაში.