ეს პუტინის სისუსტის ნიშანი - შოლცი ნავალნის გარდაცვალებაზე

17.02.24 15:19
ეს პუტინის სისუსტის ნიშანი - შოლცი ნავალნის გარდაცვალებაზე

ძალიან სამწუხაროა ის რაც ალექსეი ნავალნის დაემართა, მან იცოდა, რომ მისი რუსეთში დაბრუნება შესაძლოა ცუდად დასრულებულიყო.  - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

შოლცი ამბობს, რომ ნავალნის ტრაგიკული შემთხვევა პუტინის სისუსტეზე მეტყველებს.

ძალიან სამწუხაროა ის რაც ალექსეი ნავალნის დაემართა, მახსოვს როცა მას ბერლინში შევხვდი როდესაც მკურნალობდა მას შემდეგ რაც ნოვიჩოკით მოწამლეს, ვესაუბრე მის მეუღლეს და შვილსაც, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი როდესაც თქვა, რომ რუსეთში დაბრუნება სურდა, იცოდა რომ ეს რთული პერიოდი იქნებოდა მისთვის. ისიც იცოდა რომ მისი რუსეთში დაბრუნება შესაძლოა ცუდად დასრულებულიყო. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს პუტინის სისუსტის ნიშანი, ან ის რასაც აკეთებდა პუტინი თავისი მმართველობის დროს, ვიტყოდი რომ დიახ ეს მართლაც ასეა", - განაცხადა შოლცმა.

მსგავსი სიახლეები