პუტინის დასასრულია ან ჰააგას ტრიბუნალი ან ის უნდა მოკლას ერთ-ერთმა, ვინც ახლა მისთვის კლავს - ზელენსკი

"პუტინი უნდა მოკლას ერთ-ერთმა, ვინც ახლა მისთვის კლავს", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან რუსეთის დიქტატორს "მონსტრი" უწოდა და თქვა, რომ პუტინი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის, ამიტომ მისი სისხლიანი რეჟიმი დროულად უნდა დასრულდეს.
ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს პუტინის დამარცხების. პუტინი წარმოადგენს საფრთხეს მთლიანად თავისუფალი სამყაროსთვის. პუტინი არის მონსტრი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და მოკლა ათასობით ადამიანი, გაიტაცა და ათასობით ბავშვის დეპორტაცია განახორციელა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. პუტინმა ამოჟლიტა ჩეჩნები, სირიელები, შეიჭრა საქართველოში და გასცა მისი ოპონენტების მკვლელობის ბრძანება მთელ მსოფლიოში.
პუტინს მხოლოდ ორი შესაძლო დასასრული აქვს - ტრიბუნალი ჰააგაში, ან ის უნდა მოკლას ერთ-ერთმა, ვინც ახლა მისთვის კლავს. გუშინ პუტინმა გამოგვიგზავნა შეტყობინება აქ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფენრენციაზე. პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპოზიციის ლიდერი.", - ამბობს ზელენსკი.