"ჩვენ დავიბრუნებთ ავდეეკვას" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

17.02.24 17:13
"ჩვენ დავიბრუნებთ ავდეეკვას" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"ჩვენ დავიბრუნებთ ავდეეკვას", - ასე ეხმაურება უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი დონეცკის ოლქის ქალაქიდან უკრაინული ძალების გაყვანას და ამბობს, რომ არმიამ გაკვეთილი მიიღო.

მისი თქმით, ომში ჩართული ქვეყნის ჯარისკაცები და თავდაცვის სამინისტრო ერთიანი ძალისხმევით ყველანაირ გზას გამონახავენ, რომ ფრონტის ხაზზე მსგავსი ვითარება აღარასდროს აღარ შეიქმნას.

ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ მტერმა ვერ გამოიყენოს საზენიტო რაკეტები, გვჭირდება განადგურების შორი დისტანციური საშუალებები მტრის საწყობების გასანადგურებლად, გვჭირდება საარტილერიო ჭურვები. ჩვენ ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ვაშენებთ და ვამაგრებთ სიმაგრეებს. გადაწყვეტილება, ხალხის დაცვა სწორია. ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას“, - წერს ის.