ოკაპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

18.02.24 10:53
ოკაპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

რუსმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რეგიონს დაარტყეს. სამიზნე სლავიანსკი და კრამატორსკი იყო. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ალექსეი კულებამ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კრამატორსკში 2 სახლი დაინგრა, 20-ზე მეტი კი დაზიანდა.

კრამატორსკში რუსებმა რაკეტებით დაარტყეს ინდუსტრიულ ზონას და კერძო სექტორს - სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ 4 კაციანი ოჯახია, მათ შორის ორი მოზარდი.

„დაინგრა 2 სახლი და დაზიანდა კიდევ 23“, - ნათქვამია ანგარიშში.

პარალელურად, სლავიანსკში ოკუპანტებმა იერიში სკოლაზე მიიტანეს. ქალაქის მერმა ვადიმ ლიახმა განაცხადა, რომ დაახლოებით 20:00 საათზე ოკუპანტებ,ა მე-18 საჯარო სკოლას დაარტყეს.

მის შენობაში იყო სოციალური სასადილო  და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ერთ-ერთი პუნქტი. სკოლის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ერთი ადამიანი იყოს ჩარჩენილი. მიმდინარეობს სამუშაოები ხანძრის ჩაქრობასა და ნანგრევების გასუფთავებაზე“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები