რუსეთი ამტკიცებს, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი "უეცარი სიკვდილის" სინდრომი გახდა

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად "უეცარი სიკვდილის" სინდრომი დასახელდა, ასეთი დიაგნოზი კი მედიცინაში არ არსებობს. პუტინის რეჟიმს 2 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ოფიციალური ვერსიები გაეჟღერებინა. დედა, რომელიც შვილის ცხედარს ყველგან ეძებს, პირველ რიგში, ციმბირის კოლონიაში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ მისი შვილი არარსებული დიაგნოზით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რუსეთი აცხადებდა, რომ რუსი ოპოზიციონერის ლიდერის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.