ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში 400-მდე ადამიანი დააკავეს - რუსეთი პროტესტმა მოიცვა

ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში 400-მდე ადამიანი დააკავეს. პუტინის პოლიცია სანთლებით და ყვავილებით ქუჩაში გასულ ადამიანებზე ფიზიკურად ძალადობს. მასობრივი დაკავებები 30-ზე მეტ ქალაქშია დაწყებული. პოლიცია განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალების გამო რუსეთი გლოვამ და პროტესტმა ერთდროულად მოიცვა. ხალხი, ვინც ბედავს და ნავალნის ფოტოებთან ქუჩაში სანთლებს ანთებს, პოლიტიკოსის გარდაცვალებაში პირადად ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.
მოსკოვის გარდა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები ევროპისა და ამერიკის ქალაქებშიც იმართება.