პირი, რომელმაც "შაბათის ეთერში" ნარკორეალიზატორებზე ისაუბრა, გამოკითხვაზე დაიბარეს
პირი, რომელმაც "შაბათის ეთერში" ნარკორეალიზატორებზე ისაუბრა, გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია შსს-მ "პირველებს" რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა. რევაზ ნემსაძემ ახლა გამომძებლებს უნდა უთხრას, ვინ და რატომ აშანტაჟებს. ნემსაძე გომელაურის უწყებას კონკრეტულ გვარებს დაუსახელებს.
შეგახსენებთ, რომ ნარკორეალიზატორების მხილების შემდეგ "სიკვდილის გამყიდველებმა" ტელეგრამ არხი დახურეს. "შაბათის ეთერი" რეზონანსული რეპორტაჟიდან ზუსტად ერთ საათში ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობა შეწყდა.
ნარკორეალიზატორების მხილების სქემას სათავეში ჟურნალისტი ელისო კილაძე ჩაუდგა. კილაძე ყვება, რომ დანაშუალებრივ სქემაში ახალგაზრდები, მოხუცები და ტურისტებიც კი არიან ჩართულები. მისი თქმით, აღნიშნული ადამიანების სქემიდან გამოხსნა რთულია, რადგან მათ აშანტაჟებენ.
პარალალურად, განხილვის თემაა ის ნარკოტიკები, რომელსაც მიწისქვეშა ლაბორატორიებში ადამზადებენ და რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფღრთხის შემცველია.