უკრაინის გარშემო არსებული ვითარება რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის გარშემო გავიტარებული მოვლენები რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან, ტაკერ კარლსონთან მისი ინტერვიუს შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
დასავლეთისთვის უკრაინის გარშემო არსებული ვითარება მხოლოდ ტაქტიკური პოზიციის საკითხია, რუსეთისთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მინდოდა ხალხს, ვინც ამას მოისმენდა გაეგო, თუ რამდენად მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ყველაფერი, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება, - განაცხაა პუტინმა.