წყარო: ნავალნის სხეულზე კრუნჩხვითი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს

ალექსეი ნავალნის სპეციალური რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში სიკვდილი სალეხარდის მაცხოვრებლების განხილვის მთავარი თემა გახდა. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა ევროპა" წერს.
სალეხარდი არც ისე დიდი ქალაქია, 50 ათასზე ცოტა მეტი მოსახლეა და, შესაბამისად, ისინი, ვინც აქ ცხოვრობენ მინიმუმ ორი ათეული წლის განმავლობაში, იძენენ ნაცნობობას და მეგობრობას სხვადასხვა საქმიანობის სფეროში,ამიტომ ძალიან რთულია აქ ადგილობრივებისგან რაიმე საიდუმლოს შენახვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გლობალურ მოვლენას, როგორიცაა მსოფლიო დონის პოლიტიკოსის გარდაცვალება, - ამბობს გამიცემასთან სალეხარდის მკვიდრი დიმიტრი.
წყაროს ცნობით, ნავალნის ცხედარი ჯერ ლაბიტნანგში გადაასვენეს, მაგრამ 16 თებერვალს საღამოს მშვიდობის ქუჩაზე მდებარე სალეხარდის რაიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გადაასვენეს.
„როგორც წესი, კოლონიებში გარდაცვლილთა ცხედრები უშუალოდ გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადააქვთ, მაგრამ რატომღაც ის კლინიკაში გადაიყვანეს“, - თქვა სალეხარდის სასწრაფო დახმარების სადგურის თანამშრომელმა.
„მორგში წაიღეს, შეიტანეს და კარებთან ორი პოლიციელი დადგა. რა თქმა უნდა, ყველას სურდა გაეგო რა მოხდა, რატომ იყო ასეთი საიდუმლოება და ცდილობდნენ თუ არა რაიმე სერიოზული დამალვას.
სწრაფად გაირკვა, რომ მათ პოლიტიკოსის ცხედარი ჩამოიტანეს და სიკვდილი იყო „არაკრიმინალური ხასიათის“, ანუ გასროლის გარეშე. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ პათოლოგებს ცხედარი არ გააკვეთინეს.
სწორედ აქ განსხვავდება მოსაზრებები. ზოგიერთმა თქვა, რომ მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება დედაქალაქის სპეციალისტებს უნდა დაელოდონ, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ექიმებმა თავად თქვეს უარი აუტოფსიის ჩატარებაზე. ეს პოლიტიკური საკითხია და როგორ განვითარდება ეს, გაურკვეველია. და თუ თქვენ გააკეთებთ გაკვეთას და მოვიდა პირდაპირი ბრძანება შედეგში ცვლილებების შეტანის მიზნით, მაშინ თქვენ ჩიხში ხართ და თუ გაკვეთა არ ჩატარდა, მაშინ, კიტხვასაც ვერავინ დასვამს. გარდა ამისა, ახლა ზამთარია, სხეულების შენახვა შესაძლებელია დერეფანში კვირების განმავლობაში, - ამბობს საწრაფოს ექიმი.
სასწრაფო დახმარების წყაროს განუცხადეს, რომ ნავალნის სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს, რომელიც მან სიცოცხლის განმავლობაში მიიღო,მაგრამ არა ცემისგან, არამედ სხვა ქმედებების შედეგად.
„როგორც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე სასწრაფო დახმარების მუშაკს, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დაზიანებები, როგორც მათ აღწერეს, კრუნჩხვით ჩნდება.„ადამიანი კრუნჩხავს, ცდილობენ მის შეკავებას, მაგრამ კრუნჩხვები შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, ამიტომ ჩნდება სისხლჩაქცევები. ასევე თქვეს, რომ მკერდზე სისხლჩაქცევაც ჰქონდა. მაგრამ ის, რაც ჩნდება არაპირდაპირი გულის მასაჟთან დაკავშირებით, - ამბოსბ ექიმი.
Novaya-Europa-ს თანამოსაუბრის თქმით, არც 16 და არც 17 თებერვალს გაკვეთა არ ჩატარებულა. ალბათ ამიტომაა, რომ რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ადგენს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს და ახლობლებს გვამის ნახვის უფლებას არ აძლევს.