მადლობა, რომ იცავთ სახელმწიფოს - ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. პრეზიდენტი კუპიანსკის მიმართულებაზე მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა.
"ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს მცველებთან ყოფნა.
მადლობა, რომ ყოველდღიურად აკეთებთ ასეთ დიდ საქმეს, იცავთ სახელმწიფოს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს!" - მიმართა ზელენსკიმ სამხედროებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიგადის წევრებს უკრაინის დამცველებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.