რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკიზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაზიანებულია რაიონული ელექტროქსელების შენობა, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე 34 დასახლებული პუნქტი დარჩა.