კრემლის ტაქტიკაა, რითაც ვერ შემაშინებენ - კალასი მასზე ძებნის გამოცხადებაზე
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადებას მოსკოვის მხრიდან დაშინების მცდელობად აფასებს.
კალასის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივნის პოზიციაზე სურვილის გამოთქმა რუსეთისთვის პროვოკაციული აღმოჩნდა, ამიტომ ახლა კრემლი სხვადასხვაგვარი გზით ცდილობს, ხელი შეუშალოს მის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას.
ამის მიზანია ჩემი დაშინება და უარი მათქმევინოს იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც ჩვეულებრივ დროს მივიღებდი. ეს რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა. არაფერი გასაკვირი არაა და ჩვენ ამის არ გვეშინია" – თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა Reuters-თან.