რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ძალები, რომ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარს შეუტიოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპიკერი
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ანდრია დემჩენკომ ბრიფინგზე ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას ჩრდილოეთ საზღვარზე შეტევისთვის საკმარისი ძალები არ გააჩნია.
მისი თქმით, რუსეთმა ბელარუსიდან თავისი ყველა ქვედანაყოფი, რომლებიც საწვრთენ მოედანზე იმყოფებოდა, გაიყვანა.
"მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციას ჰყავს გარკვეული ძალები, დაახლოებით 19-20 ათასი სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ თუ აიღებთ რუსეთთან საზღვრის მთელ სიგრძეს, მაშინ ის ძალები, რაც მტერს ჰყავს ამ მიმართულებით, არ არის საკმარისი სრულმასშტაბიანი შეჭრის განსახორციელებლად", - განაცხადა მან.