პუტინის ტყვეობაში სიკვდილის შემდეგაც - ალექსეი ნავალნის ცხედარი გადამალულია

ალექსეი ნავალნის ცხედარი გადამალულია - ამ დრომდე რუსი ოპოზიციონერის ოჯახის არცერთ წევრს არ აძლევენ მიცვალებულის ნახვის უფლებას. იულია ნავალნაია ამტკიცებს, რომ მისი ქმრის ცხედარი პუტინის ტყვეობაში იქამდე იქნება, ვიდრე ორგანიზმიდან მოწამვლის კვალი არ წაიშლება. დღეს მთელი მსოფლიო იულია ნავლანაიას ვიდეო მიმართვას ისმენდა. ის პუტინს ქმრის წამებით მკვლელობაში ადანაშაულებს და დიდ მხილებას უანონსებს
ნავალნაიას ვიდეო მიმართვამ ყველას დაუტოვა განცდა, რომ მას პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება აქვს. მანამდე კი იყო დამოუკიდებელ რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, მისი მოწამვლა იყოს. თუ ეს დადასტურდა, მაშინ მოქმედებაზე გადასვლას აანონსებს ევროპაც. უკვე დაწყებულია კონსულტაციები პუტინისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ.
გამოძიება ნავალნის მკვლეობაზე - ინა ცარციძე დეტალებით